Tuesday, March 29, 2016

ინტელის პროექტი

გააცანი ევროკავშირი შენს სკოლას


კურსის რეფლექსია

გავეცანი ინტელის პროგრამის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს,ტრერინგის მოდულებს,პროექტის გეგმის შაბლონსა და განვიხილე პროექტის დაგეგმვა.
  შევქმენი საქაღალდეები და მასში განვათავსე შემდეგი რუბრიკები : 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი,პორტფელიოს რუბრიკა და სხვა.გავეცანი პრეზენტაციებისა და ბუკლეტების აწყობის ტექნიკას,რის საფუძველზე შევქმენი სლაიდები და მოსწავლის ნამუშევრების ნიმუში.
   განვიხილეთ ეროვნული გეგმის სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი თემის შესაბამისი ინდიკატორები, დავისახე პროექტის სასწავლო მიზნები,შევადგინე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვები,გავეცანი შეფასების სქემებს და ნიმუშის საფუძველზე შევქმენი ჩვენს თემაზე მორგებული შეფასების რუბრიკები.
   ვისწავლე ინტერნეტიდან ბლოგებზე სურათებისა და ინფორმაციის გადმოტანა და ტრერინგზე შექმნილი პორტფოლიოს ბლოგზე განთავსება.
   მიღებული ცოდნა დაგვეხმარება სასწავლო პროექტების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმვაში.მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სრულყოფაში,რაც ხელს შეუწყობს მათში 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.