პროექტი : „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!“
პროექტის მთავარი იდეა. (თემა). მოსწავლეები მოიძიებენ და იკვლევენ ინფორმაციას საკუთარი გვარის წარმომავლობის შესახებ. ეცნობიან მათ კუთხურ მახასიათებლებს და იმ საცხოვრებელ ადგილმდებარეობას
საიდაც ამ გვარის წარმომადგენლები დომინირებენ. ქმნიან ბლოგებს და მათ მიერ მოპოვებულ
ინფორმაციას,ფოტო-სურათებს, საგვარეულო სალოცავებისა და გვარის მფარველი წმინდანების
შესახებ ინფორმაციას.
პროექტის აქტუალობა:
სასურველია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს საკუთარი გვარის
წარმომავლობის ისტორია, გავრცელების არეალი როლი ქვეყნის ფუნდამენტის გამყარების საქმეში,საგვარეულო
ტრადიციები, დღესასწაულები დასალოცავი ტაძრები.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს განუვითაროს ინფორმაციის მოძიების, დახარისხების
და კვლევის უნარი. მუშაობის პროცესში გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები დაუფრო მეტი გაიგონ
საკუთარი გვარის წარმომავლობის შესახებ.
მოსწავლეთა ასაკი: 13- 15 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე.
ძირითადი რესურსები: საოჯახო არქივის მოძიება, შესაბამის ლიტერატურაზე მუშაობა ბიბლიოთეკაში, ფოტო და ვიდეო მასალების გადაღება- მოპოვება, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე ბავშვები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:
I. ინფორმაციის მოძიება საგვარეულო წარმომავლობის შესახებ (თქმულება ან ლეგენდა).
II. იმ კუთხის შესახებ მცირე ინფორმაცია სადაც ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
III. გვარის გავრცელების არეალი, ტრადიციები, სალოცავები და მარველი წმინდანები.
მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ შეკითხვებს:
1) რა გვარის ხარ?
2) საქართველოს რომელ კუთხეშია გავრცელებული შენი გვარი?
3) გსმენია თუ არა რაიმე თქმულება გვარის შესახებ?
4) ნაკურთხია თუ არა შენი გვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ?
5) წარმოადგინეთ თქვენი გვარის საგვარეულო სიმბოლიკები (დროშა, გერბი) და მფარველი წმინდანი.
6) გაქვს თუ არა საოჯახო არქივში ძველი საგვარეულო ფოტო? გამოაქვეყნეთ.
IV. ბლოგების შექმნა. შეიქმნება ბლოგი რომელზეც დაიდება მოპოვებული მასალები.
V.შესრულებული სამუშაოს წარდგენა-შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი: ქ.ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგი სოფიო ფხაკაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:sofopkhakadze@gmail.com